საქართველოს თავდაცვის ძალების დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ. სასწავლო კურსის მიზანს პროთეზირებული პაციენტების ყოფითი მოქმედებების სრულყოფა წარმოადგენდა.
ტრენინგი "სიარულის სკოლა" "რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში" 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა პოსტოპერაციული, პროთეზირებამდე და პროთეზირების შემდგომი თერაპიის საკითხები შეისწავლეს.