19 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
ომის 226-ე დღე - უკრაინა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აქტიურ შეტევაზე გადავიდა

უკრაინა აქტიურ კონტრიერიშზე გადავიდა. 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გათავისუფლებული ტერიტორია - ეს ხერსონის ოლქში უკრაინელების წარმატებული კონტრიერიშის მხოლოდ ერთი კვირის შედეგია. რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აქტიურ შეტევას უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ. ომის დაწყებიდან 226 დღე გავიდა. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ აღმოსავლეთია, სადაც რუსებს უპირატესობა აქვთ, თუმცა უკრაინელები დასახლებების გასათავისუფლებლად ყველა ძალას იყენებენ.


დასავლეთი უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკით მომარაგებას აგრძელებს, თუმცა ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსების მიერ დატოვებული აღჭურვილობა ახლა უკრაინის სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილს შეადგენს. უკრაინელები გაქცეული რუსებისგან ხელში საბრძოლო ტანკებს და ჯავშანტექნიკებს იგდებენ.

დღის ამბები