27 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
თელავში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ

თელავში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ. გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. პოლიციამ ეჭმვიტანილი მალევე დააკავა. 

მოკლულის დედა ამბობს, რომ დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილ ქალზე ძალადობის გამო ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა 6-ში მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილა მამუკა წიკლაურმა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "კურიერის" გადამღები ჯგუფი მოსამართლის სახლში იმყოფებოდა, თუმცა უშედეგოდ.

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

დღის ამბები