გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას და ფოტოებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მონასტერში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა. ზუსტი მონაცემები, რა ოდენობის ფართობი დაიწვა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.