27 აგვისტო 2026,   15:14
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იწყება - სხდომას ცნობილი ჩოგბურთელიც დაესწრება  

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იწყება. დღეს მოხდება ბასილაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. მხარეების კითხვებს ჩოგბურთელის დედა, ნატალია ნაჭყებია უპასუხებს, ასევე დროის არსებობს შემთხვევაში, დაცვისა და ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებს პირველი ჩოგანის ძმა, თენგო ბასილაშვილიც.

სხდომას დაესწრება თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ის უკვე იმყოფება საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს სხდომათა დარბაზში შეხვდებიან.

"სასამართლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, გაგრძელდება მოწმის დაკითხვა, ქალბატონი ნატალია ნაჭყებიასი. სასამართლოს რეჟიმიდან და დროის ფაქტორიდან გამომდინარე, გრაფის შემდგომ განსაზღვრავს კვლავ სასამართლო, გააგრძელებს ის დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას.“ - აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია.

ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე, ძალადობის ბრალდებით 2 წლის წინ დააკავეს. ის 100 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სპორტსმენი ყოფილი ცოლის ბრალდებებს უარყოფს. 

დღის ამბები