"ღვინის დღეების" ფარგლებში, ფესტივალისთვის ამჯერად ლაგოდეხში ემზადებიან. დღის განმავლობაში ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ღვინის კომპანიები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. სხვადასხვა სახეობის ღვინის დაგემოვნება იქ მისულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება.
ასევე, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებენ ყველისა და ჩურჩხელის მწარმოებლები. უკვე დამონტაჟებულია სცენა, სადაც დღის ბოლოს სუხიშვილების კონცერტი გაიმართება.
პრემიერის ინიციატივით, ფესტივალი 9 ოქტომბერს გაიხსნა და 15-ში დაიხურება.