ქვეყნის მასშტაბით, ღვინის დღეების აღნიშვნა გრძელდება. საგარეჯოში სულ რამოდენიმე წუთის წინ გაიხსნა ფესტივალი. ადგილზე წარმოდგენილია 17 სახის ადგილობრივი ღვინო და ადგილობრივი სამზარეულო ასევე ფესტივალის ტერიტორიაზე ჩატარდება სხვადასხვა სახის მასტერკლასებიც.
მთელი დღის განმავლობაში საფესტივალო ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. დღის ბოლოს ფესტივალი "ალილოს" კონცერტით დასრულდება.
ღვინის დღეები პრემიერის ინიციატივით წელს პირველად იმართება.