მარიონეტები - სპექტაკლებიდან "მოლიერის მიზანტროპი" და "მეფეთა ცხოვრება" თოჯინების ოსტატმა, ბაჩანა ხალვაშმა წლების წინ სპექტაკლებისთვის გამოძერწილი ნამუშევრები, "ცალკე სივრცის" საგამოფენო დარბაზში სტუმრებს წარუდგინა.
გამოფენაზე თოჯინებთან ფოტოგრაფმა ამავე მარიონეტების ფოტოსურათთა სერიის გამოფენაც მოაწყო. ღონისძიებაზე მისული სტუმარი ბაჩანა ხალვაშის წიგნის პრეზენტაციასაც დაესწრო.
გამოფენა სახელწოდებით - "ქანდაკება სპექტაკლში" თვის ბოლომდე გაგრძელდება.