06 ივლისი 2024,   00:40
ვრცლად
ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს - წაღებულია რამდენიმე მედიასაშუალების კუთვნილი აპარატურა

ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ჩანს, რომ უცნობი პირი შენობაში ფანჯრიდან შედის. წაღებულია რამდენიმე მედიასაშუალების კუთვნილი აპარატურა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.​

დღის ამბები