25 აგვისტო 2026,   20:03
ვრცლად
შემთხვევა ვარძიაში - ძლიერი წვიმის შემდეგ, ვარძიის შესავლელში ლოდები ჩამოცვივდა

შემთხვევა ვარძიაში, ძლიერი წვიმის შემდეგ, ვარძიის შესავლელში ლოდები ჩამოცვივდა და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. შემთხვევა დაახლოებით 9 საათისთვის მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უხვმა ნალექმა დაახლოებით 3-5 ტონიანი ლოდები ადგილიდან დაძრა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტავენ, რომ დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები და საჭიროების შემთხვევაში ვარძიაში სპეციალისტებიც ჩავლენ. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.

დღის ამბები