19 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
ზუგდიდში სკოლასთან მეექვსე კლასელ მოზარდს მანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მეექვსე კლასელ მოზარდს მანქანა დაეჯახა, ის ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე გადადიოდა. სკოლის დირექტორის ლევან ღურწკაიას ინფორმაციით, მოზარდი საგაკვეთილო პროცესის შესვენების დროს იყო გზაზე გასული.

"გოგონა უსწრაფესად გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება შინაგანი ორგანოების კვლევა, გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. გოგონა საკვების საყიდლად გადადიოდა შესვენებაზე,"- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, მძღოლს გოგონა არ მიუტოვებია და სამართალდამცველებიც იქვე ჰკითხავდნენ. დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: Primetime 

დღის ამბები