15 ნოემბერი 2024,   06:09
ვრცლად
სოსო გოგაშვილის სახლში სამართალდამცველები იმყოფებიან

სოსო გოგაშვილის სახლში სამართალდამცველები იმყოფებიან. სუსის და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სახლში ქონების აღწერას ატარებენ.

ეს არის ქონება, რომელიც უკვე დაყადაღებულია იმ საქმის გამოძიების ფარგლებში, რომლითაც გოგაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.

პირველ ჯერზე გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სუსს ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება არ მისცეს, ამჯერად ექსპერტები ადგილზე მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე მივიდნენ.

დღის ამბები