ღვინის რვა ათას წლიანი უწყვეტი ისტორია ღვინის სამშობლოში გრძელდება. "ღვინის დღეები საქართველოში" დასკვნითი კვირეულისთვის ემზადება.
ფესტივალის მასპინძლობისთვის მზადაა ყვარელი, თუმცა ეს ერთადერთი ადგილი არ არის. ღონისძიებამ, რომელიც წელს საქართველოს მასშტაბით პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პირველად ტარდება, მთელი ქვეყანა მოიცვა. განსაკუთრებული სამზადისია, ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში-კახეთში.