24 აგვისტო 2026,   12:41
ვრცლად
დატბორილი ქუჩები და წყლით დაფარული მანქანები - სტიქია ბათუმში უხვმა ნალექმა გამოიწვია

დატბორილი ქუჩები და წყლით დაფარული მანქანები - ასე გამოიყურებოდა ღამით აჭარა. სტიქია ბათუმში უხვმა ნალექმა გამოიწვია, განსაკუთრებით დაზარალდა ბარცხანისა და თამარის დასახლებები.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მახინჯაურის მოსახლეობასაც. უამინდობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარალიზებული იყო სამანქანე მოძრაობაც.

დღის ამბები