15 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
საქართველოსაც შეეძლო მიეღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ "ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ არის ნდობა ძალიან დაბალი - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლისა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერების ბრიუსელში  ვიზიტის თაობაზე მათი თანაგუნდელები საუბრობენ. პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ ნდობა დაბალია.

"საქართველოსაც შეეძლო მოლდოვეთის მსგავსად მიეღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ქართული ოცნების ლიდერების მიმართ არის ნდობა ძალიან დაბალი. უთხრეს ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი ვაშაძეს, რომ ჩვენ არ გვჯერა ფორმალისტურად საკანონმდებლო ცვლილებებისაც კი, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა გვაქვს, როცა რაღაცაზე ვთანხმდებით და შემდეგ ცვლიან ამ ყველაფერს. ძალიან დიდია რისკი და ალბათობა, რომ ქართულმა ოცნებამ ჩააგდოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

გუშინ, "სტრატეგია აღმაშენებლის" და "გირჩი მეტი თავისუფლების" თავმჯდომარეებმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს. პარტიის ლიდერების განცხადებით, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიეღო.

 

 

 

დღის ამბები