პარლამენტის თავმჯდომარე "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერების ბრალდებებს ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის ქმედებები ადასტურებს, რომ არ სურთ ქვეყანამ კანდიდატის სატუტუსი მიიღოს.
"მათი ქმედებები და მათი სიტყვა ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფართომასშტაბიანი გაშლილი კამპანია, იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ლოგიკა არის ძალიან მარტივი და ამავე დროს სამწუხარო, ვინაიდან ჩანს, თუ რამდენად დაცლილია რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი პატრიოტიზმისგან. ლოგიკა არის შემდეგი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის ეს იქნება ხელისუფლების გაძლიერება, ხოლო ყველაფერი რაც აძლიერებს ხელისუფლებას, მათი გადმოსახედიდან არის ცუდი, ვინაიდან მათ სურთ ერთადერთი რამ, შეასუსტონ ხელისუფლება, შეასუსტონ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და რამენაირად არეულობის გზით დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მათ წლების წინ ჰქონდათ და რომელიც ასე ენატრებათ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.