საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის განხილვა კვლავ გადაიდო.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე.
მისივე განმარტებით, მიზეზი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებებით უნდა გაგრძელებულიყო.
მომდევნო სხდომა 24 ნოემბერს ჩაინიშნა.