05 ივლისი 2024,   23:27
ვრცლად
კახეთში მამაკაცმა საკუთარი და მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა საკუთარი და მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მამაკაცმა ქალს დაზიანებები თავის არეში მიაყენა.

ცნობილია, რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტს მათი კიდევ ერთი ძმა შეესწრო, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ნასვამი იყო.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. 

დღის ამბები