19 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
"ქართული საგანძური" - ანსამბლი "ერისიონი" ევროპაში საგასტროლო ტურნესთვის ემზადება

მრავალხმიანი ქართული სიმღერა და ტრადიციული ცეკვა ანსამბლმა "ერისიონმა" ერთ სახელწოდებად გააერთიანა. "ქართული საგანძური", - ყველა იმ შესრულებას მოიცავს, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ანსამბლი ახლა ევროპაში საგასტროლო ტურნესთვის ემზადება. ტურნე კი შვეიცარიიდან იწყება, სადაც ”ერისიონი” შოუ - პროგრამით 4 ნოემბერს წარდგება.

ჟენევაში, ლოზანასა და ციურიხში მაყურებელი, ქართული სიმღერის და ქართული ცეკვის ორსაათიან, განახლებულ პროგრამას იხილავს. ერისიონის სარეპეტიციო დარბაზში, გენერალური რეპეტიციები მიმდინარეობს. ანსამბლი საკუთარი ქვეყნის კულტურულ სიმდიდრეს უცხოელ მაყურებელს, 3 დღის განმავლობაში გაუზიარებს.

"ანსამბლი-მუზეუმი",- ასე ერიოსნს ხშირად მოიხსენიებენ, რადგან ის, დაარსების დღიდან, აგროვებს და აცოცხლებს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ ფოლკოლურულ ნიმუშებს. ახალი პროგრამით კი ევროპული ტურნედან ჩამოსულები, აზერბაიჯანში გაემგზავრებიან. ერისიონი ”ქართული საგანძურს”, ბაქოში 19 ნოემბერს წარადგენს.

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ერისიონი" სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ქართველ მაყურებელს შეხვდება. 21 დეკემბერს თბილისში, განახლებული შოუ - პროგრამით, თანამედროვე განათებითა და გახმოვანებით, ფილარმონიაში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. მანამდე კი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული დროშა ოთხ ქალაქში აფრიალდება.

დღის ამბები