ფერმერი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოფელ ჩუმლაყში გადაღებულ ვიდეოზე საუბრობს, სადაც ატმის მოსავალი ნაგავსაყრელზე ყრია. გვიყვება, რომ ატმის ჩაბარების პროცესი კახელი ფერმერებისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.
კახეთში ატმის მოსავლის ნაწილს ფერმერები თავად ყიდიან, ნაწილს კი სამაცივრე მეურნეობები იბარებენ. ამ დროისთვის, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში 100-მდე მიმღები პუნქტი მუშაობს.
სოფელ ჩუმლაყში ატმის რეალიზაციის პროცესს გამოეხმაურნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ატმის ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. ლაშა დოლიძის თქმით, არ შეცვლილა არც გასაყიდი ფასი და ექსპორტზე უკვე 18 000 ტონამდე ატამია გასული.
კახელი ფერმერები ხილის მოსავალს მიმღებ პუნქტებში ახლაც აბარებენ. ატმის ჩაბარების პროცესს დღეს ადგილზე აკვირდებოდა გურჯაანის მერიც.
სამაცივრე მეურნეობა დღეში 200 ტონამდე ვაშლატამას იბარებს, ფასი ლარიდან ლარ-ნახევრამდე მერყეობს.
ავტორი: მარიამ შანშიაშვილი