19 აგვისტო 2026,   21:57
ვრცლად
109 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე - ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ფსიქოტროპული ნივთიერებით დატვირთული ავტობუსი სარფში გამთენიისას შევიდა, საბაჟო კონტროლი გაიარა და საქართველოს საზღვარიც გადმოკვეთა, თუმცა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ადგილზე სამართალდამცველები მობილიზდნენ.

ავტობუსში სამალავი იყო მოწყობილი და მასში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 109 აბი პრეგაბალინი ინახებოდა. ნარკოდანაშაულის კვალზე სამართალდამცველები საბაჟო პროცედურების ჩატარების შედეგად გავიდნენ. დაკავებულია მძღოლი.

"კურიერის" ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქეა დაკავებული. 44 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

ნარკოტიკული საშუალების საქართველოში გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. განსაკუთრებული კონტროლია სახელმწიფო საზღვრებზე.

ნარკოდამნაშავეების მიმართ სასჯელი 20 წლამდე, ზოგ შემთხვევაში კი, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები