20 აგვისტო 2026,   01:28
ვრცლად
ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

"შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

პროექტი მოიცავს სოფელში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის ღობეების, ფასადებისა და სახურავების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, დაზიანებული საგზაო ქსელის აღდგენას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სკვერების კეთილმოწყობას", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები