05 ივლისი 2024,   23:56
ვრცლად
დის მკვლელობისათვის დაკავებულ ზურა ალადაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

დის მკვლელობისათვის დაკავებულ ზურა ალადაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კახეთში მომხდარ მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ძმებს შორის, ავტომობილში დაიწყო. მათ გაშველებას და ცდილობდა, თუმცა ერთ-ერთი ძმის მხრიდან, ძალადობის შედეგად, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები