19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
"დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში" - ევროპის საბჭოს ოფისმა პროექტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიება ჩაატარა

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში პროექტის "დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში" ოფიციალური წარდგენის ღონისძიება ჩაატარა.

პროექტის ფარგლებში აქტივობების განხორციელება 2022 წლის 1 მარტს დაიწყო და 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობა დაახლობით 100-მდე განათლების სფეროს ექსპერტმა, სკოლის დირექტორმა, მასწავლებელმა, სამთავრობო, საერთაშორისო და ადილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის ერთ-ერთ მთავარია პარტნიორია. კონფერენცია თამარ მახარაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ დემოკრატიული ფასეულობების განვითარების მხარდაჭერა განათლების გზით.

პროექტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს. საქართველოში შვეიცარიის ელჩი ჰაიდი გრაუ ხაზს უსვამს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

დღის ამბები