20 მაისი 2024,   00:26
ვრცლად
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება ელექტრომომარაგება 30 ოქტომბერს - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 30 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, პეტრიწის, კოსტავას და ოჟიოს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის და სოლოღაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები