19 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - პოლიციამ ნარკორეალიზატორები დააკავა

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე ადგილას სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ოპერაცია ტარდება მთელი ქვეყნის მაშტაბით. ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სავარაუდოდ სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი.

 

ავტორი: ლიზა ჯიხვაძე

დღის ამბები