ბათუმის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ პარტია დატოვა და "ხალხის ხმა"-ს შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ცხვარაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
მისი განცხადებით, ამ ფორმით უფრო ადვილად მოახერხებს ხალხთან ახლოს ყოფნას. ცხვარაძეს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. "ქართულ ოცნებაში" განმარტეს, რომ ცხვარაძეს ხალხთან ურთიერთობას არავინ უშლიდა.