27 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის თავს იცავდა.

"აქვს ჭრილობა ფეხზე და თავზე დაზიანებები. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ადამიანი იცავდა თავის თავს, ოჯახს, 4 მცირეწლოვან შვილს და მეუღლეს," - აცხადებს საზოგადოებრივი დამცველის იურისტი ლევან მარსაგიშვილი.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. 3 პირს შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით 2-მა დაკავებულს სახლში მიაკითხა, რასაც მოჰყვა ჩხუბი. მოკლულია 26 წლის თემურ ხარანაული. მკვლელობა ჩადენილია სამზარეულოს დანით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები