საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. კულტურის სამინისტრომ ეს კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა.
მიზანია საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში. მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით. კონკურსის ბიუჯეტი 80 ათასი ლარია.
"ჩვენთვის ეს კონკურსი იქნება გარკვეული ტესტი, რომ გავიგოთ არიან თუ არაა ადამიანები ვისაც სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ხელშეწყობა აინტერესებს, თუ ეს კონკურსი ჩაითვლება წარმატებულად მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ხელშეწყობას," - აცხადებს თეა წულუკიანი.