03 სექტემბერი 2026,   05:22
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 35-ამდე პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 35-ამდე პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. დაკავებულები ბრალს ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებით არ აღიარებენ და განმარტავენ რომ მომხმარებლები არიან.

"ნაწილობრივად სცნო თავი დამნაშავედ ორივე ბრალდებულმა. ფაქტობრივად, აღიარებენ შეძენაში დახმარებას, გასაღებას უარყოფენ. ბრალი წარდგენილი აქვთ რეალიზაციაზე, იმიტომ რომ თანხა მიიღეს, გადასცეს, დაფიქსირებულია მაგრამ სასამართლოს გადასაწყვეტია, დამხმარეები არიან შეძენაში თუ გამსაღებლები არიან,“ - აცხადებს ადვოკატი, კახაბერ ვიბლიანი.

შეგახსენებთ, სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ერთდროულად 2 დღის წინ ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც გამსაღებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყიდდნენ. დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებიც.

დღის ამბები