29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი 20 000 დოლარის გამო მოკლა - ერთ-ერთ ფერმაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - საუბარია სოფელ კონდოლში ერთ-ერთ ფერმაში მომხდარ დანაშაულზე. გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა დასაქმებულმა გაიგო, რომ ცოლ-ქმარს 20 ათასი დოლარი ჰქონდა შენახული და მათთან სახლში მივიდა. შელაპარაკების შედეგად კაცმა მასპინძლებს დამიზნებით ესროლა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მათი არასრულწლოვანი შვილი კი დააბა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა  ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა," - განაცხადა პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა.

დღის ამბები