დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. უფლებადამცველის განცხადებით, კაკულიები კვლავ დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ.
"ბრალდებულების პოზიცია, ისევე როგორც დაცვის პოზიცია გახლავთ უცვლელი. ისინი ინარჩუნებენ დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობენ წარდგენილ ბრალში. წესით უნდა განვაგრძოთ არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა დაკითხვა. იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები," - აცხადებს გურამ და დავით კაკულიების ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი.
შეგახსენებთ რომ ბრალდებულებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან.