რაჭაში სახალხო დღესასწაული "ფუძეობა 2026" მიმდინარეობს. დღის განმავლობაში იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება.
მაყურებლის წინაშე ჯგუფი ’’ურსა’’ წარდგება. ღონისძიებები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ასევე "შემოქმედებითი საქართველოს", აეროპორტების გაერთიანებისა და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალის სლოგანია "დაუბრუნდი შენს ფუძეს".