22 აგვისტო 2026,   03:36
ვრცლად
"სამურაი დასვენების ჟამს" - დღეს ლოს ანჯელესში ქართული რეჟისორის, ლევან თუთბერიძის ფილმის პრემიერა გაიმართება

"სამურაი დასვენების ჟამს" - დღეს ლოს ანჯელესში ქართული რეჟისორის, ლევან თუთბერიძის ფილმის პრემიერა გაიმართება. სრულმეტრაჟიანი სოციალური დრამა, ერთი ოჯახის 24 საათში განვითარებულ ისტორიას გვიყვება. თუთბერიძის თქმით, ფილმის მთავარი პერსონაჟები წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე იხევენ.

სცენარი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის, მთავარ როლებს კი თეატრისა და კინოს მსახიობები ასრულებენ. მსოფლიო პრემიერის შემდეგ, "სამურაი დასვენების ჟამს" არაერთ ფესტივალზე იქნება წარდგენილი. ქართველი მაყურებელისთვის კი ფილმის ჩვენება მარტში იგეგმება.

დღის ამბები