მწერალთა სახლში პოეტ ხოზე ადეიშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე პოეტმა შეკრებილ საზოგადოებას მისი ერთ-ერთი ბოლო პოეტური კრებული “სიყვარულისთვის მოველ” და სხვა ახალი ნამუშევრები წარუდგინა.
საღამოს პოეტის კოლეგები და მწერალთა კავშირის წევრები დაესწრნენ.