25 აგვისტო 2026,   16:28
ვრცლად
შრომის ინსპექციის სამსახურმა "რუსთავის აზოტი" 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა

შრომის ინსპექციის სამსახურმა "რუსთავის აზოტი" 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. მიზეზი დღეს მომხდარი ინციდენტი გახდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი დასაქმებული.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს ინსპექტირების პროცესი. პირველადი ინფორმაციის საფუძველზე კი დადგინდა, რომ ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ.

ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო დღის პირველ ნახევარში ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საწაროს მუშაობის უფლება შეუჩერეს.

დღის ამბები