სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბაკურიანის სატყეო უბანზე, მავნებლით დაზიანებული ფართობიდან ხმელი და დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრების და გამოტანის სამუშაოები მიმდინარეობს.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 3 000-მდე ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და დაჭერილი მწერების განადგურება ხდება.
მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების მომდევნო წლებშიც განახორციელებს.