21 აგვისტო 2026,   11:00
ვრცლად
საქართველოს კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჰამბურგში - თეა წულუკიანი როიალების მწარმოებელ კომპანია "სტეინვეი ენდ სანსს" ეწვია

საქართველოს კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჰამბურგში - თეა წულუკიანი როიალების მწარმოებელ კომპანია "სტეინვეი ენდ სანსს" ეწვია. მინისტრი კომპანიის პირველ პირებს შეხვდა, დაათვალიერა საწარმო და ნახა საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან თბილისში, სახელმწიფო კონსერვატორიაში ხვალ გამოიგზავნება.

როიალების შემოწმებისთვის და კომპანიასთან შემდგომი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჰამბურგში, "სტეინვეი ენდ სანსში" იმყოფებოდა მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაც - მუსიკოსმა ერთ-ერთ როიალზე რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა.

დღის ამბები