25 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის წინააღმდეგ 16 000 რაკეტა გამოიყენა - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის წინააღმდეგ 16 000 რაკეტა გამოიყენა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამიზნეთა 97 პროცენტი სამოქალაქო ობიექტები იყო.

გასულ დღეს, რუსეთმა სუმის ოლქის მიმართულებით 129 რაკეტა გაუშვა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, რაკეტები ბიზნეს ობიექტებს მოხვდა, განადგურდა საწარმოები.

უკრაინელებმა ზაპოროჟიის ოლქში, ერთ-ერთ ხიდზე შეტევა წარმატებით განახორციელეს, აღნიშნულ ობიექტს რუსები სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასშიც, რუსები აქტიური თავდასხმებით ცდილობენ კონტროლი დაამყარონ 3 მიმართულებაზე.

დღის ამბები