25 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობისთვის სამუშაოები იწყება - სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება

ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობისთვის სამუშაოები იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიასა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, რის შემდეგ ხაშურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ჯამში, ხაშურის წყლის და წყალარინების პროექტებზე 225 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები