25 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში მისი ადვოკატი ილია ლომია ხვდება

მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში მისი ადვოკატი ილია ლომია ხვდება, კლინიკა "ვივამედში" იმყოფება ექს-პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც. ოჯახი და სააკაშვილის ინტერესების დამცველები ხვალინდელ სასამართლო სხდომას ელოდებიან.

დაცვა ამბობს, რომ აპირებს კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენას, ასევე სასამართლოს ექნება ექიმთა კონსილიუმის დასკვნაც, რომლის საფუძველზეც ადვოკატს იმედი აქვს, რომ მოსამართლე მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა რომ მას დიდი სურვილი აქვს დაესწროს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს. პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს გადაყვანას. იმდენად უნდა დაესწროს თავის სასამართლო სხდომას, დამხმარე საშუალებებში იგულისხმება ეტლიც, საკაცეც. ხვალ სასამართლო სხდომაზე ჩვენს მიერ მოწვეული იქნებიან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგნი პირები, ხელმომწერი პირები, რომლებსაც მოუწევთ ხვალ განმარტებების გაკეთება. შესაძლებელია მინიმუმ ორი პროცესი დასჭირდეს სასამართლო განხილვებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვფიქრობთ სასამართლოზე დავაყენოთ საკითხი მოწმეების მოხსნის თაობაზე," - განაცხადა ილია ლომიამ.

დღის ამბები