სამაგისტრო პროგრამის - „საჯარო მმართველობა“ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა, სამწლიანი არსებობის მანძილზე, 200-მდე სტუდენტმა დაამთავრა.
„საჯარო მმართველობა“ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი სამაგისტრო პროგრამაა.