საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომელიც გულისხმობდა დაცვის მხარეს გადაეცეს ვიდეო მასალები, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაღებული. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
"მოთხოვნა შუამდგომლობის გახლავთ სააკაშვილის დაპატიმრებიდან 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე მისი გადაადგილების, საკნებში და პალატებში ყოფნის ვიდეო მასალების გამოთხოვა სრულად," - განაცხადა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური იყო. მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ისმოდა შეძახილები, მობილიზებული იყო პოლიცია.
ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ან გადავადებაზე მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს დაინიშნა.