03 სექტემბერი 2026,   07:02
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება

სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება. საქმე მეორე ინსტანციაში უკვე დასკვნით ეტაპზეა.

მხარეები დღეს რეპლიკით, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ უკვე ცნო. მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში დაადანაშაულა. მათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეეფარდათ, მაგრამ ხანდაზმულობის გამო, ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

დღის ამბები