24 აგვისტო 2026,   12:42
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბათუმში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბათუმში, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის "ფორეჯის" წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თევზის დაავადებების საკითხზეც, რაც ამ დარგის განვითარებისა და ჯანსაღი პროდუქტის შექმნის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიას აქვს სრული მზაობა ახალი კვლევის მეთოდები დანერგოს და ფერმერთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს. შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები