02 მაისი 2024,   05:18
ვრცლად
ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა მეტადონის პროგრამის  მომხმარებელი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა. დაკავებულია 35 წლამდე მამაკაცი.

სპეცოპერაცია იმერეთის სამხარეო პოლიციამ ჩაატარა.

დღის ამბები