25 აგვისტო 2026,   16:28
ვრცლად
ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვაჰან ტერიანის ქუჩაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ, ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.

დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, დათო არჩვაძე, აჩიკო ნიჟარაძე,ნეკა სებისკვერაძე,სოფო პაპუაშვილი,დათო მაზანაშვილი და ბენდმა ნინოწმინდელებისთვის იმღერა. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები