17 ივნისი 2024,   18:47
ვრცლად
"კურიერმა" ცოლ-ქმრის მკველელობის საქმის ახალი დეტალები გაარკვია - ცნობილი ხდება ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი

"კურიერმა" ცოლ-ქმრის მკველელობის საქმის ახალი დეტალები გაარკვია. ცნობილი ხდება დანაშაულის ჩადენის იარაღი. გარდაცვლილებს მრავლობითი დაზიანებები დანითა და ქვით აქვთ მიყენებული.

ცოლ-ქმარს ფასანაურში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს, რომელიც მანქანის ხელოსანია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმესთან მხოლოდ ირიბი შემხებლობა აქვს, ამიტომ არ გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეეცვალოს და ამ საქმეზე დაკავებულთა წრე გაიზარდოს.

"ჩვენ, ელემენტარულად, ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ველოდებით სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს. გამოთხოვილია, შემოწმდება და შემდეგ შეიძლება უკვე ვისაუბროთ ვინ არის დამნაშავე. შესაძლოა ჰქონდეს ირიბი შემხებლობა. ამიტომ, ჯერჯერობით, ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ გამოვრიცხავ, რომ დანაშაული სხვისი ჩადენილი იყოს,"-აცხადებს ადვოკატი ინგა ჩილატაშვილი.

დღის ამბები