22 აგვისტო 2026,   02:52
ვრცლად
წალენჯიხაში დღეს საახალწლო ღონისძიებები გაიმართება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წალენჯიხაში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება.

დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

წალენჯიხაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, საღამოს კი "ქუჩის ბიჭები" იმღერებენ.

დღის ამბები