22 აგვისტო 2026,   10:49
ვრცლად
ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრები რექტორის არჩევნებს აპროტესტებენ

ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - დღეს რექტორის არჩევნებია. არის მხოლოდ ერთი კანდიდატი - ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია.

"მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა. მომხდართან დაკავშირებით განცხადებას და დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს "მაისის სტუდენტური მოძრაობა" "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.

სტუდენტების ნაწილი პროცესს აპროტეტებს და ამბობს, რომ რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა.

დღის ამბები